"ეჭვის მისხალიც აღარ რჩება, თუ ვისი ზურგით შემოიპარა უღირსი და მდაბიო სააკაშვილი"
დაინახეს, რომ ქართველმა ხალხმა თავიდანვე გამოიცნო „მეორე ფრონტის“ ვერაგული გეგმა, ხოლო რეზოლუციის შემდეგ, მიხვდნენ, რომ ბოლომდე გაშიშვლდნენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე წერს.
მისი თქმით, ამერიკის ელჩისგან განსხვავებით, პრეზიდენტს ეყო ნამუსის მარცვალი და ჯერ არ გამოვუცხადებივართ რუსეთის პროპაგანდის ნაწილად ქართველები.
„პრეზიდენტი - მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არ არსებობს, არის მოგონილი და ტყუილი - მოგივიდეს ის, რაც უკრაინაში ხდება, ან ხელისუფლებას შეეგუე და არაფერი მოითხოვო, ეს არის ფორმა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს“.
ამერიკის ელჩის გუშინდელი განცხადება, დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გაამყარა (ნუ, თავის ჭკუაში). დაინახეს, რომ ქართველმა ხალხმა თავიდანვე გამოიცნო „მეორე ფრონტის“ ვერაგული გეგმა, ხოლო რეზოლუციის შემდეგ, მიხვდნენ, რომ ბოლომდე გაშიშვლდნენ. ახლა ცდილობენ, გააუფასურონ და აიგდონ ის, რაც სინამდვილეა. ე.ი. გააყალბონ რეალობა და ისე ჩაგვიდონ თავში, რომ ჩვენვე დავცინოთ, ან სულაც გავექცეთ ამ თემას, აღარ ვილაპარაკოთ.
ამერიკის ელჩისგან განსხვავებით, ჩვენს პრეზიდენტს ეყო ნამუსის მარცვალი და ჯერ არ გამოვუცხადებივართ რუსეთის პროპაგანდის ნაწილად ქართველები, ვინც აშკარად ვხედავთ ომში ჩვენი ძალადობრივად ჩართვის საშიშროებას. თუმცა, რაც კელი დეგნანმა დაგვაკლო, ქალბატონმა სალომემ დაგვიმატა. ე.ი. რა გამოდის, ვინც მეორე ფრონტის საშიშროებას ხედავს, რუსეთის პროპაგანდის მსხვერპლია, ან კიდევ ხელისუფლების წნეხის ქვეშაა. ეს უკეთეს შემთხვევაში, უარესი თქვენით გამოიცანით.
ეს არის პირდაპირი მითითება - აწი წავა ამ მიმართულებით ხალხის დამუნათება და ტერორი. სიმართლეს თუ იტყვი, დაგცინებენ, აგიგდებენ, შეგარცხვენენ, როგორც ერთ დროს იყო - „ქართველობას გვართმევენ“ - ჰა ჰა ჰა, „სოროსი გვღუპავს“ - ჰი ჰი ჰი, „სამართლიანობის აღდგენა“, „სისხლიანი 9 წელი“, „ასი ათასი გაუპატიურებული ვაჟკაცი“ და ა.შ., დატოვეს რამე?
ახლა ხომ ეჭვის მისხალიც აღარ რჩება, თუ ვისი ზურგით შემოიპარა ყოვლად უღირსი და მდაბიო სააკაშვილი.
პოდოლიაკის და არახამის იმედად რომ არ იქნებოდა, ნათელია.
რას ვართ გადარჩენილები! და წინ კიდევ რა გველის, ვინ იცის?!"- წერს რუსუდან შარაძე.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა