"ყველაფერზე პასუხი გასცა, დაადასტურა და ჩამოაწიკწიკა, რაც კი აქამდე ერთად ან ცალ-ცალკე გვითქვამს"
თუკი საკუთარ ეგოზე მაღლა დავდგებით, პირად სიყვარულ-სიძულვილს ცოტა ხანი გვერდზე გადავდებთ უცებ დავინახავთ რომ პრეზიდენტი სინამდვილეში დღეს ყველა გულწრფელად ევროპული ძალების სრულფასოვან მოკავშირედ იქცა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელშ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი წერს.
მისი თქმით, ყველა შეცდომა, დანაშაულებრივი ქმედება და უმოქმედობა, ხელისუფლება "ფარდა ახდილი"დატოვა.
"ყველაფერზე პასუხი გასცა, დაადასტურა და ჩამოაწიკწიკა, რაც კი ჩვენ აქამდე ერთად ან ცალ-ცალკე გვითქვამს და რასაც გაავებული ხელის ქნევით სისულელეს და გამოგონილს ეძახის ხელისუფლება. ყველა შეცდომა, დანაშაულებრივი ქმედება და უმოქმედობა, ხელისუფლება "ფარდა ახდილი"დატოვა.
კიდევ ერთხელ, შესაძლოა, მოგვწონს ან არ მოგვწონს, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტია და დღეს ჩვენი თანამზრახველი იყო.
თანამზრახველი კი ის არის მაინცდამაინც ყოველთვის ბოლომდე ყველაფერში რომ არ ეთანხმები და არ გეთანხმება, მაგრამ ერთი გენერალური ხაზი გაქვთ და ერთი მიზნისკენ მიდიხართ, თორემ აბა ისე შენიანი იქნებოდა.
მოკლედ მგონია, რომ დღეს უნდა მივიღოთ სწორედ ასეთად.
P.S. მეც უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ყველა ამ სიტყვისთვის ბოლოში გვირგვინად გვარამიას შეწყალებისთვის, რომ მოეწერა ხელი, მაგრამ მაშინ ჩვენიანი იქნებოდა.
P.P.S. ძირითად პრეტენზიად, რაც ვნახე 20 ივნისის მუხტი დააგდოო და სალომე ზურაბიშვილმა როგორ უნდა დააგდოს ხალხო 20 ივნისის მუხტი, მისი მოწოდების გამგონე ძალიან მაღალი ალბათობით 20 ივნისს ისედაც არ მოვიდოდა აქციაზე. ვფიქრობ, რომ ეს ამ დღის ფენომენის ანაბანაა,"- წერს თინა ხიდაშელი.
სიახლეები
- "ველოდებით 4 პირველიერარქს, წესის აგებას უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი" - მეუფე ნიკოლოზი
- "რუსეთი ირანის საიმედო პარტნიორად რჩება" - ვლადიმერ პუტინი
- 22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ
- "პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის, ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი" - მოიხეილ სააკაშვილი
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი