ამ გვერდის ამობედვა

"ამ ჯერზეც დარჩა საქართველო მყრალ ჭაობში... რუსეთს ვულოცავ!"

აი, ხომ ვიცოდი რაც მოხდებოდა, მაგრამ მაინც გული დამწყდა! მეტიც - ვიცოდი რომ გული დამწყდებოდა, მაგრამ მაინც უფრო მეტად დამწყდა გული ვიდრე მეგონა! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ლევან შენგელია წერს.

 "რას ვიზამთ, ასეა თუ ისეა, გამარჯვებულს უნდა მიულოცო! 

 

ჰოდა,  ვულოცავ საქართველოს მთავრობას, ოპოზიციის დიდ ნაწილს და მოსახლეობის ასევე დიდ ნაწილს! შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს - ეგენი რა შუაშიაო, მაგრამ ამათ და ჩვენ ყველას მართლა რომ გვდომებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მივიღებდით აბა რა ღმერთი გაწყრებოდა?! 

 

ჰოდა, მარტივი ლოგიკაა - არ გვინდოდა და ვერ მივიღეთ!ან პირიქით - რადგან ვერ მივიღეთ ესე იგი არ გვინდოდა!

ისე, ბეწვზე კი გადავრჩით და ძალიან  მაგრად რომ არ გვემუშავა, შეიძლება მოეცათ კიდეც! მარა - ყოჩაღ!

 

ამ ჯერზეც დარჩა საქართველო ამ მყრალ ჭაობში.

 

თუმცა ჭაობიც გემოვნების ამბავია! 

 

ცოტა თუ გავაფართოებთ ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვამს - ხალხი (ზუსტად) ისე ცხოვრობს, როგორც იმსახურებს და რასაც გუობს!

 

 ჰო, კინაღამ გამომრჩა - რუსეთს ვულოცავ!

 

მაგათ ისედაც ბევრი პრობლემა აქვთ, კაცო,  და კიდევ საქართველოზე ნერვიულობა უნდოდათ?!

 

მოკლედ, დღეს ასეა, მაგრამ აწი რა იქნება ვნახოთ! 

 

ისე, მაინც ფრთხილად, გამარჯვებულებო - გულში ბოღმის ჩადება იცის ზოგიერთმა და არაერთი თქვენგანის ცხვირი მიეჭყლიტება მაგათ მუშტს - ასე მგონია მე!"- წერს ლევან შენგელია. 

 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპარლამენტმა შესაბამისი მხარდამჭერი რეზოლუციაც მიიღო.

 

რეზოლუციის ტექსტში საქართველოც არის ნახსენები და ნათქვამია, რომ ისიც უნდა გახდეს კანდიდატი, მას შემდეგ რაც ის დაასრულებს აუცილებელი რეფორმების გატარებას.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტზე იქნება მიღებული, რომელიც ბრიუსელში დღეს დაიწყება.

წაკითხვა 301 ჯერ