"დღეს ამ კანონის მიღება არის ქვეყნის ღალატი!" - ფრიდონ შუბითიძე
Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერი ფრიდონ შუბითიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"მეგობრებო მინდა იცოდეთ, რომ ეს ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის რუსეთში შექმნილი და დაწერილი საქართველოს მომავლის წინააღმდეგ. ამ კანონის შემობრუნების და სწრაფად განხილვის ძირითადი მიზნებია: 1. საქართველო არ გახდეს ცივილიზირებული სამყაროს ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებამდე, და 2. საქართველო დარჩეს რუსეთის გავლენის ქვეშ უკრაინაში რუსეთის გარდაუვალი დამარცხების შემდეგ.
მე არ მჯერა, ამ კანონის მომხრეებმა (მათ შორის პარლამენტარებმა) სრულად იცოდნენ სად დაიბადა ამ კანონის იდეა, რატომ მოხდა გაწვევა გასულ წელს და რატომ მოხდა ამ კანონის შემობრუნება ისევ.
დღეს ამ კანონის მიღება არის ქვეყნის ღალატი!
29 აპრილის აქცია არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული აქცია! მასში მონაწილე იღებს მონაწილეობას სამშობლოს ღალატში!
დაფიქრდით და დაუსვით ისეთი კრიტიკული შეკითხვები საკუთარ თავს (და მათსაც ვინც გეძახით 29 აპრილის აქციაზე), როგორიცაა:
1. ვინ მოიგონა და მოახვია თავს ეს კანონი საქართველოს და თქვენ? და რატომ ეხლა?
2. თუ მართლა არის საჭირო „გამჭვირვალობის კანონი“, მაშინ სად არის სახელმწიფო უშიშროების სამსახური?
3. თანხების გაუმჭვირვალედ გამოყენების რამდენი შემთხვევა აქვს დაფიქსირებული უშიშროების სამსახურებს დღემდე?
4. როგორი იქნება საქართველოს, თქვენი და თქვენი შვილების მომავალი დასავლეთთან ურთიერთობების გარეშე?
5. ამ კანონის მიღების შემდეგ რამდენად სტაბილური იქნება თქვენი სამსახური/ბიზნესი დასავლეთთან ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ?
6. და კიდევ მრავალი ... "- წერს ფრიდონ შუბითიძე.
სიახლეები
- "ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 თებერვლისთვის
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
