"სანამ ოპოზიციური სუბიექტების ნაწილს პოლიტიკურ პენსიაზე არ გავუშვებთ, ნულოვანი შანსია ცვლილებების"
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში, რუსთაველის გამზირზე, გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება:
"პოლიტიკურ პროცესს სჭირდება ოპოზიცია, მაგრამ ოპოზიცია რომელიც გვყავს, არ გვჭირდება, ხოლო ოპოზიცია რომელიც გვჭირდება, არ გვყავს.
სამოქალაქო აქტივიზმი პოლიტიკურ პროცესში დაწყებითი კლასებია, საჭიროა, მაგრამ მხოლოდ პირველადი საფეხურია და ცხადია, საკმარისი არაა.
სანამ ოპოზიციური სუბიექტების ნაწილს პოლიტიკურ პენსიაზე არ გავუშვებთ, სანამ დარჩენილ ნაწილში პარტიულ დემოკრატიას არ შევიტანთ პარტიული ავტორიტარიზმის ნაცვლად, ნულოვანი შანსია ცვლილების.
იძახეთ "გაბრაზებული ხალხიო", მოძველდა ეგ მიდგომა, თანამედროვე მოქალაქე უფრო პრაგმატული მომხმარებელია პოლიტიკის და არა იმდენად, ემოციებზე ავარდნილი პირი, რომელიც თუნდაც შეფარულ პარტიულ ზრახვებს აჰყვება.
მთელი ამ ბოროტების წილი კი მედიაზე მოდის, არასახელისუფლებო მედიამ ეკრანებიდან უნდა გააქროს თანამედროვე პოლიტიკური ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, უბრალოდ, უნდა გააქროს. მოიყვანოს ეთერში კრიტიკოს დემოკრატები და არა დემოკრატის ქურქში გახვეული დიქტატორები, მენტალურად ევროპელები და არა ევროპელობის თვითმარქვია პოსტსაბჭოელები.
ჰოდა... ესაა თანმიმდევრულობის კონცეპტი.
სხვაგვარად კი გვაქვს გასართობად ქცეული პრობლემები.
არ გაიაზრებთ? იქნებით ისევ სხვისი ძალაუფლების ჭანჭიკი,"- წერს არჩილ გამზარდია.
ცნობისათვის, გუშინ რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისაკენ“ გაიმართა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნის მიუხედავად, ორგანიზატორებმა მომავალი სამოქმედო გეგმა არ გაახმოვანეს, რის გამოც საზოგადოების ნაწილმა აქცია დატოვა.
სიახლეები
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- „თუ ცხოვრების მთავარი მისია ჯერ კიდევ შესასრულებელია, იბრძოლე მისთვის“ - რეჟისორ დავით ნანობაშვილის წარმატების გზა
- "ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ, ეს საკითხს ძალიან ართულებს, მაგრამ, ვფიქრობ, ვუახლოვდებით უკრაინის საკითხის დარეგულირებას" - ტრამპი