22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ

22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე, მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში, ტაძარი მსახურებისთვის უნდა მოამზადონ.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, დროის ამ მონაკვეთში მოქალაქეებს უფლება ექნებათ სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოში, გაჩერდნენ, თუმცა უშუალოდ ტაძარში ვერ შევლენ.

მღვდელმსახურების განმარტებით, სამების საკათედრო ტაძარში კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე და მსახურებას კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქი თბილისში 11:00 საათზე ჩამოფრინდება და ის პატრიარქისთვის წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.

წაკითხვა 78 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.