"მაპატიე დე, რომ ვერ დაგიცავი" - თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 2 წელი გავიდა
თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 2 წელი გავიდა.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის:
"დე, ორი ჯოჯოხეთური წელი გავიდა, რაც შენი ხმა არ გამიგია და თვალებს არ უნახიხარ. ნუთუ, წყეული არ იქნებიან შენი მკვლელები უკუნითი უკუნისამდე და ბუმერანგივით არ დაუბრუნდებათ ეს ბოროტება.მაპატიე დე, რომ ვერ დაგიცავი ამ სატანის მოციქულებისგან, მაპატიე," - წერს თეონა თამაზაშვილი.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი