"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ბიჭებს ბოდიში მოვუხადო" - სოსო გოგაშვილი
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მორიგი წერილი გამოაქვეყნა რუსთავის ციხიდან სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმა. გოგაშვილმა თავგანწირვისა და გმირობისათვის მადლობა ქართველ მეომრებს გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რაც როგორც სისტემის ნაწილმა, მეომრების წინააღმდეგ ჩაიდინა.
„რომელიც ოკუპანტებთან ომს აწარმოებს, მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და მინდა ვუსურვო რაშისტებზე გამარჯვება. ეს ჩვენი ქართველების გამარჯვებაც იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ მეომრებს იმ თავგანწირვისა და გმირობისათვის, რასაც ისინი ავლენენ ფრონტის წინა ხაზზე.
ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ბიჭებს ბოდიში მოვუხადო, რადგან მეც ვიყავი იმ სისტემის ნაწილი, რომელიც მათ და მათ ახლობლებს დევნიდა, ავიწროებდა, უთვალთვალებდა და იძულებულს ხდიდა ქვეყანა დაეტოვებინა მხოლოდ იმიტომ, რომ სოლიდარულები იყვნენ უკრაინის მიმართ და სურვილი ჰქონდათ ებრძოლათ რუსეთის სისტემის წინააღმდეგ, დევნა დღემდე გრძელდება, რაც ბიჭებმა კარგად იციან.
მიიღეთ პირადად ჩემგან ბოდიში იმ სამარცხვინო საქციელის გამო. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს დამთავრდეს. უფალი გფარავდეთ და გეწეოდეთ წმინდა გიორგის მადლი და ძალა, დიდება და გამარჯვება საქართველოსა და უკრაინას! სოსო გოგაშვილი 306-ე საკანი,“- წერს სოსო გოგაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინამ ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების 31 წლისთავი აღნიშნა. უკრაინის დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია, რომელიც 1991 წელს უკრაინის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად, ყოველი წლის 24 აგვისტოს აღინიშნება.
სიახლეები
- "ანრი ოხანაშვილმა ბევრ რამეში მოიკოჭლა და მოისროლეს" - ლევან ხაბეიშვილი
- "პუტინი მზად არის ზელენსკის შეხვდეს, როდესაც დღის წესრიგი მზად იქნება, მაგრამ ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად" - სერგეი ლავროვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აგვისტოსთვის
- 6 ნიშანი იმისა, რომ საკმარის წყალს არ იღებთ
- “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” - რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით