"ქართული ოცნება“ არ არის პრორუსული ძალა, ის არის რუსული პარტია"- სოსო გოგაშვილი
რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან მორიგ გზავნილს აქვეყნებს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან რუსული ინტერესების გატარების კონკრეტულ მაგალითს იხსენებს სოსო გოგაშვილი.
გოგაშვილი ამბობს, რომ პირადად ხელმძღვანელობდა რუსეთის დავალებით შვეიცარიის საელჩოს რუსულ სექციაში მომუშავე აგენტების სიის შედგენას და პირადად გადაუგზავნა ეს სია ვახტანგ გომელაურს.
„ груსული ოცნება ნაწილი პირველი - სკრიპალების საქმე.
„ქართული ოცნება“ არ არის პრორუსული ძალა, ის არის რუსული პარტია. რა თქმა უნდა ე.წ. დეპუტატებს ყველას ამას არც ეტყვიან. ამიტომაც მზად არიან “დაიგინონ”, ამიტომ იმათთვის, ვინც ჯერ ისევ მზად არის ,,დაიგინოს’’. ვურჩევ გაეცნონ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას. ალბათ ყველას გახსოვთ დიდ ბრიტანეთში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სკრიპალების “ნოვიჩოკით“ მოწამვლის ამბავი. მაშინ მთელი მსოფლიოს ცივილიზებულმა თანამეგობრობამ გადაწყვიტა მკაცრი პასუხი გაეცათ რუსეთისთვის. სოლიდარობის ნიშნად მათ რუსეთის საელჩოებში დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტები გააძევეს ქვეყნიდან. მოლაპარაკებების შედეგად საქართველომაც გადაწყვიტა ე.წ. სოლიდარობის აქციაში ჩართვა.
პირადად მე დამევალა სია იმ სპეცაგენტების, რომლებიც მუშაობდნენ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში. გავაკეთეთ 10 კაციანი სია, (“ფსბ”, “გრუ” და “ევრ”) დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტების, რომელიც გადავეცი გომელაურს, რათა გადაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში. თუმცა სია გადაიგზავნა შესათანხმებლად ჯერ მოსკოვში. იქიდან გადმოგვცეს მხოლოდ ერთი ქალბატონის მონაცემები, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იყო. ის მუშაობდა საელჩოში, მაგრამ არ იყო კავშირში სპეცსამსახურებთან და არ ჰქონდა დიპლომატის სტატუსი, იყო რიგითი თანამშრომელი. ჩვენი გადაგზავნილი სია გაგვიუქმეს, ჩვენმა რუსმა “ქოცებმა”, “შეგვაქეს” კარგი მუშაობისთვის და გვითხრეს, რომ გაგვეძევებინა ეს ქალბატონი. თავის მხრივ რუსეთმა გამოგვიძევა ნამდვილი დიპლომატი.
თქვენი უცხოელი პარტნიორები მიხვდნენ ამ სამარცხვინო ნაბიჯის მიზეზს, მაგრამ ხმამაღლა რეაგირება ბუნებრივია ამაზე არ მომხდარა. ეს გახლავთ ჩვენი სპეცსამსახურების ოკუპანტ რუსებთან კოლაბორაციის ერთ-ერთი მაგალითი. გაგრძელება იქნება,“- წერს სოსოს გოგაშვილი.
ცნობისათვის, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობა დიდ ბრიტანეთში, 2018 წლის 4 მარტს განხორციელდა. თავდასხმის შედეგად ასევე მოიწამლა მოსკოვიდან მამასთან სტუმრად ჩასული იულია სკრიპალი და დაზიანება მიიღო სულ მცირე 21-მა ადამიანმა. 14 მარტს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მომხდარში ოფიციალურად ბრალი დასდო რუსეთის სახელმწიფოს და რუსეთის 23 დიპლომატი ქვეყნიდან.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"