ამ გვერდის ამობედვა

"შეძლებს თუ არა ამ ბეწვის ხიდზე გასვლას ეკლესია, არ ვიცი, მაგრამ დემაგოგიას და პოპულიზმს უნდა გაუძლოს "

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში უკრაინის ავტოკეფალიის მაგალითზე საუბრობს და პარალელს საქართველოსთან ავლებს.

“უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა-არ ცნობის საკითხი ბევრი იმ ქვეყნის ეკლესიისთვის არ დგას ისეთ დილემურ საკითხად, როგორც საქართველოს ეკლესიისთვის. ეს არის საკმაოდ რთული თემა და ნებისმიერი არჩევანისთვის მრავალი რისკის შემცველი, ცნობის შემთხვევაშიც და არ ცნობის შემთხვევაშიც.

 

შეძლებს თუ არა ამ ბეწვის ხიდზე გასვლას საქართველოს ეკლესია, არ ვიცი და არც მარტივად მისაცემი რეკომენდაცია არ გამაჩნია, თუმცა ვაცნობიერებ რომ მარტივ პოლიტიკურ დემაგოგიას და პოპულიზმს როგორმე უნდა გაუძლოს მათ შორის სინოდის წევრებმაც.

 

ეს არის ბევრად რთული საკითხი უამრავი წახნაგითა და ნეგატიური უკურეაქციის პერსპექტივით, რასაც გონიერმა გონებამ გონებისმიერად უნდა უპასუხოს და არა იმპულსურად.”-წერს არჩილ გამზარდია.

წაკითხვა 840 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 27 2019

სიახლეები