"პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია, ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომასა და გმირობას"
ოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია და ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომასა და გმირობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღე მიულოცა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს ყველა თანამშრომელს.
„მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ თანამშრომელს. პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია და რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომას და გმირობას. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო შსს მინისტრს და თითოეულ თანამშრომელს ეს დღე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
