"პოლიტიკური ელიტა ცდილობს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი გამოიყენოს არა სახელმწიფოებრივი პრობლემის სისტემურად გადასაწყვეტად, არამედ ურთიერთ ანგარიშსწორებისთვის"
პოლიტიკური ელიტა ცდილობს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი გამოიყენოს არა სახელმწიფოებრივი პრობლემის სისტემურად გადასაწყვეტად, არამედ ურთიერთ ანგარიშსწორებისთვის. ოპოზიცია სამიზნედ განიხილავს ივანიშვილს, ხოლო ხელისუფლება, ნებისმიერ მდიდარ ოპოზიციონერს… ყველას ბიძინას გარდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
მისი თქმით, სინამდვილეში კანონის მიზანი არა ვიღაცის დასჯა, არამედ ეკონომიკური პროცესის სისტემური გამიჯვნაა ძალაუფლებისგან.
"რაც შეეხება “ოლიგარქის” ცნებას - “ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც სახელისუფლებო რესურსს იყენებს ეკონომიკური სარგებლის მისაღებად და შემდგომ მიღებული სარგებლის ნაწილს მიმართავს ხელისუფლებაში პოლიტიკური კონტროლის გასაძლიერებლად.”
ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ რომელიმე მდიდარი ოპოზიციონერი შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქად, არის აბსურდი, რადგან მას არა აქვს არანაირი ინსტრუმენტი ხელისუფლების მეშვეობით სარგებლის მისაღებად,"- წერს გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი