რით დაეხმარა საქართველო უკრაინას?
რით დაეხმარა საქართველო უკრაინას? რუსეთთან ომის დაწყების მომენტიდან საქართველომ უკრაინაში 1,1 ათასი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა.
რას ნიშნავს ეს? რით გამოიხატა? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე წერს.
მისი თქმით, მარტის თვიდან დაწყებული, საქართველოდან უკრაინაში ოთხი სატვირთო თვითმფრინავით და 55 სატვირთო ავტომანქანით 1100 ტონა სხვადასხვა სახის მედიკამენტი, საკვები პროდუქტი და სხვა პირველი მოხმარების საგნები გაიგზავნა.
"ეს იმას ნიშნავს, რომ მარტის თვიდან დაწყებული, საქართველოდან უკრაინაში ოთხი სატვირთო თვითმფრინავით და 55 სატვირთო ავტომანქანით 1100 ტონა სხვადასხვა სახის მედიკამენტი, საკვები პროდუქტი და სხვა პირველი მოხმარების საგნები გაიგზავნა, მათ შორის 521 ტონა შეგროვდა საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების, ადგილობრივი ორგანოების, ბიზნესმენებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, 555 ტონა კი გაგზავნილი იქნა როგორც საქართველოს ცალკეული მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საქართველოში მცხოვრები უცხოელების მიერ.
ათასობით უკრაინელი ლტოლვილის მიღებაზე და მათდამი გაწეულ დახმარებაზე არაფერს ვამბობ...
საერთოდ, ჰუმანიტარული დახმარებაზე ხმამაღალი ლაპარაკი და თავის ქება მიღებული არ არის, მაგრამ როცა კიევიდან იძულებულს გხდიან...
მეტი რაღა უნდა გააკეთოს პატარა საქართველომ, რომელსაც ისედაც თავისი უამრავი დიდი პრობლემები აქვს?
----------
სხვათა შორის, დღეს ეს ყველაფერი თბილისში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმაც აღნიშნა ბრიფინგის დროს. მიხვდნენ, ალბათ?" - წერს სიმონ კილაძე.
სიახლეები
- "ველოდებით 4 პირველიერარქს, წესის აგებას უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი" - მეუფე ნიკოლოზი
- "რუსეთი ირანის საიმედო პარტნიორად რჩება" - ვლადიმერ პუტინი
- 22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ
- "პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის, ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი" - მოიხეილ სააკაშვილი
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი