"უამრავი პროვოკაციის შემდეგაც, ჩვენს ქვეყანაში რომ მშვიდობაა, სწორედ ამის გამო უნდათ ჩვენი დასჯა!"
სახელმწიფოს მხარდაჭერით მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა, სტატუსზე დაჩქარებული განაცხადი, ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუცია, დაუსაბუთებელი უარი სტატუსზე, სანქციების გვერდის ავლაზე უსაფუძვლო ბრალდებები...ამ და სხვა უამრავი პროვოკაციის შემდეგაც, ჩვენს ქვეყანაში რომ მშვიდობაა, სწორედ ამის გამო უნდათ ჩვენი დასჯა!- ამის შესახებ ორგანიზაცია ,,აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს არის ანგარიშსწორება ივანიშვილის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ!
„საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ ორი ქვეყანა ასანქცირებს - რუსეთი და ეხლა უკვე უკრაინა!
ამის მერე, ვინმე კიდევ თვლის რომ უკრაინა მეგობარი სახელმწიფოა?!
ეს არის სასოწარკვეთილი ხელისუფლების ქმედება, რომელმაც არაერთი მოწოდების და პროვოკაციის მიუხედავად ვერ მოახერხა საქართველოს ომში ჩათრევა!
ეს არის ანგარიშსწორება ივანიშვილის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ!
პროექტი ძალაშია! საქართველოში ამერიკის ელჩი, ქვეყანაში მოქმედი მეხუთე კოლონა და უკრაინის მარიონეტი ხელისუფლება ერთობლივად მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ!
სახელმწიფოს მხარდაჭერით მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა, სტატუსზე დაჩქარებული განაცხადი, ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუცია, დაუსაბუთებელი უარი სტატუსზე, სანქციების გვერდის ავლაზე უსაფუძვლო ბრალდებები… ამ და სხვა უამრავი პროვოკაციის შემდეგაც, ჩვენს ქვეყანაში რომ მშვიდობაა, სწორედ ამის გამო უნდათ ჩვენი დასჯა!
მაგრამ ეს უსუსური მავნებლობა ვერაფერს შეცვლის, ქართველი ხალხის არჩევანი კვავ იქნება - მშვიდობა!
საქართველო უპირველეს ყოვლისა!“- წერს ვატო შაქარიშვილი.
სიახლეები
- "ველოდებით 4 პირველიერარქს, წესის აგებას უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი" - მეუფე ნიკოლოზი
- "რუსეთი ირანის საიმედო პარტნიორად რჩება" - ვლადიმერ პუტინი
- 22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ
- "პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის, ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი" - მოიხეილ სააკაშვილი
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი