"მერე ჩვენ დაგვაბრალებენ, ანტი-ამერიკულ განწყობებს აღვივებთო" - ვატო შაქარიშვილი
ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ყოფილი ელჩის, იან კელის „ტვიტერზე“ დაწერილ სტატუსს ეხმიანება, სადაც ეს უკანასკნელი ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრას აღნიშნავს.
მისი თქმით ადვილი წარმოსადგენია ელჩობის პერიოდში რა დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოსთან, ჩვენს ხელისუფლებასთან და ხალხთან მიმართებაში.
„ბუმბულიანი ჩიტები თავს ერთად იყრიან?" - წერს საქართველოში აშშ-ს ყოფილი (2015-2018) ელჩი იან კელი და ასე ეხმაურება ჩვენი ქვეყნის პრემიერის შეხვედრას ვიქტორ ორბანთან…
ადვილი წარმოსადგენია ელჩობის პერიოდში რა დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოსთან, ჩვენს ხელისუფლებასთან და ხალხთან მიმართებაში…
მერე ჩვენ დაგვაბრალებენ, ანტი-ამერიკულ განწყობებს აღვივებთო…
საინტერესოა მოქმედი ელჩი რას იტყვის მისი წინამორბედის ამ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე! თუმც, არც მისგან გვაკლია უპატივცემულობა…
იმედია, 8 ნოემბერს ამერიკაში გასამართი არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის…“- წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
სიახლეები
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია