"რა დიდებული დღეებია!"- თინათინ ხიდაშელი
აქ ჩვენი კარგი ამბავიც უნდა ეწეროს სრული ბედნიერებისთვის…მაგალითად კანდიდატის სტატუსის მონიჭების გზავნილი ქალბატონმა ურსულამ პირადად ჩამოიტანა თბილისში,- ასე ეხმაურება სოციალური ქსელში მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი.
"რა დიდებული დღეებია!
რუსები ხერსონიდან გააძევეს!
ტრამპი ამერიკული პოლიტიკიდან!
პარიზში მოლდოვას დახმარებისთვის დონორთა კონფერენცია დაიგეგმა და დღეს ქალნატონი ურსულა პირადად ეწვია მაია სანდუს ამ ამბების განსახილველად!
აქ ჩვენი კარგი ამბავიც უნდა ეწეროს სრული ბედნიერებისთვის…
მაგალითად კლანი დამარცხდა! ან კანდიდატის სტატუსის მონიჭების გზავნილი ქალბატონმა ურსულამ პირადად ჩამოიტანა თბილისში! 12 პუნქტის შესრულებაზე ქვაყანში კონსენსუსია! ….
ამასობაში, თბილისში ითხოვენ დავიჯეროთ, რომ კონტინენტზე ყველაზე მაღალი ზრდა გვქონია თურმე"- წერს თინათინ ხიდაშელი.
სიახლეები
- ტრამპის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკა – ქვეყნიდან მასობრივი დეპორტაცია გრძელდება
- ,,ეჭვი მაქვს, „ნაპა“ ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს, ის ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის"- ივანე ჩხაიძე
- ,,ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი
- ოპოზიციური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და დებატებში მონაწილეობის თაობაზე მზაობას გამოთქვამს
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის