"კოლექტიურ ზურა გირჩთან ერთად რომ გინდათ თავისუფლებით ტკბობა - გახსოვდეთ, რომ სანდრო გირგვლიანი სასტიკი წამებით მოკლეს"
მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა, იმ 28 წლის ბიჭის, რომელიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ცოლის ბრძანებით გაიტაცეს და წამებით მოკლეს.
„13 თებერვალი სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა. იმ ბიჭის, 28 წლის ასაკში რომ წამებით მოგვიკლა სისტემამ. იმ ბიჭის, მთელმა საქართველომ რომ ჩავიკარით გულში, ვიცნობდით თუ არ ვიცნობდით. იმ ბიჭის, რომლის გმირმა დედამ და ოჯახმა ღირსების მაგალითი გვაჩვენა.
ეს უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა, ნაც-ლიბერალებთან ერთად რომ აპირებენ შინ ევროპისკენ სვლას.
კოლექტიურ ზურა გირჩთან ერთად რომ გინდათ თავისუფლებით ტკბობა - გახსოვდეთ, რომ ეს ღიმილის ბიჭი შსს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცოლის ბრძანებით გაიტაცეს, სასტიკი წამებით მოკლეს, შემდეგ ცილი დასწამეს, დანაშაული მიჩქმალეს, შემსრულებელი ჯალათები სასათბურე პირობებში ამყოფეს, მალევე გაათავისუფლეს, სრულიად პოლიტიკური ვერტიკალი გაპრავებაზე ამუშავეს. კონფორმისტებმაც წაიყრუეს, ბევრმა გააპრავა და დღემდე აპრავებს. ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და იმ ძალაუფლების გემო ენატრებათ, სანდროს დასჯის ბრძანებას რომ გასცემდნენ და უმალ სრულდებოდა“, - წერს ვატო შაქარიშვილი.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"