"იმისათვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე, გვჭირდება დიდი ეროვნული თანხმობა"
იმისათვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური, სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე, გვჭირდება დიდი ეროვნული თანხმობა იმ თემებზე, რაც გვყოფს და გვაპირისპირებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
მისი თქმით, ეროვნულ თანხმობას სჭირდება კონსენსუსი.
"ასეთი კონსენსუსია ბიძინასა და მიშას შორის არჩევანის მანკიერი სპირალიდან გამოსვლა, რაც შესაძლებელია ერთადერთი გზით - ორივესთვის უარის თქმით.
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მათ შორის არჩევანი არის არჩევანი წარსულსა და აწმყოს შორის, რომელთა შერიგება შეუძლებელია.
წარსული და აწმყო ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ სიძულვილით და უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზას უხშობენ ქვეყანას.
ამიტომ, ერთადერთი გზა, რომელიც ისტორიის სწორ გზაზე გაგვიყვანს არის მარტივი - “მიშა, თუ ბიძინას” აგრესიული, უკომპრომისო ნეგატიური პოლიტიკიდან, “არც მიშა, არც ბიძინას” პოზიტიურ, მათ გარეშე მომავლის პოლიტიკაზე გადასვლაა.
მივმართავ ფრონტის ორივე მხარეს მდგომ “ბიძინისტებს” და “მიშისტებს” - ქართული სახელმწიფოს ღირსეული მომავალი განუზომლად უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი, მათ შორის ბიძინაც და მიშაც.
კერპების მსხვრევის და უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის დროა…"- წერს გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- "რკინის ლედი" - ზოდიაქოს 6 ყველაზე გავლენიანი და მბრძანებელი ქალი
- პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება
- "კრემლი დაბნეულია, ტრამპი რუსეთთან ორმაგ თამაშს თამაშობს" - The Times
- "საქართველო შესულია უმძიმეს გეოპოლიტიკურ ჩიხში" - მიხეილ სააკაშვილი
- "ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს" - გია ვოლსკი