"ხელისუფლება სავარაუდოდ კვლავ გააგრძელებს მცდელობებს, რომ მოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს მისცეს ფიზიკური დაპირისპირების სახე"
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში 7 მარტს, პარლამენტთან გამართულ აქციას სოციალურ ქსელში აფასებს:
"გუშინდელი მიტინგი იყო ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტის ლეგიტიმური სახით გამოხატვა. როგორც თავისი ფორმით, ასევე შინაარსით მიტინგი იყო მშვიდობიანი. მას შემდეგ რაც პარლამენტის წევრებს მიეცათ საშუალება უსაფრთხოდ დაეტოვებინათ შენობა სამართალდამცავთა სპეციალური დანიშნულების ძალების იქ ყოფნა ან მითუმეტეს ნებისმიერი წინსვლა და შეტევა მშვიდობიან დემონსტრანტებზე, მით უმეტეს მათი დარბევა სპეცსაშუალებების ფართოდ გამოყენებით შეიძლება დაკვალიფიცირდეს მხოლოდ როგორც არაპროპორციული ძალის გამოყენების, მოქალაქეთა ჯანმრთელობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტი.
აშკარაა, რომ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ყველა, ნაბიჯი მცდარია და აღვივებს საზოგადოების უდიდეს ნაწილთან მათ დაპირისპირებას, ზინას აყენებს ქვეყნის წინსვლას ევროპული ქ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ანადგურებს მათსავე საერთაშორისო და ქვეყნის შიდა იმიჯს. ნათქვამია, თუ ღმერთს გადაწყვეტილი აქვს ვინმეს დაღუპვა, ის მას, პირველ რიგში, განსჯის უნარს ართმევსო.
ამის გათვალისწინებით, ხელისუფლება სავარაუდოდ კვლავ გააგრძელებს მცდელობებს, რომ მოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს მისცეს ფიზიკური დაპირისპირების სახე, რათა გაამართლოს მათ მიმართ გამოყენებული ძალა. ვფიქრობ, მომავალი პროტესტის ორგანიზატორებმა უნდა გაითვალისწინონ ეს გარემოება და ყველაფერი იღონონ იმისთვის, რომ ემოციებს აყოლილმა პროტესტის მონაწილეებმა ან შესაძლო პროვოკატორებმა ვერ მოახერხონ სამართალდამცავებთან დაპირისპირების პროვოცირება.
სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პროტესტის მონაწილეებს, ქედს ვიხრი მათ წინაშე გამოჩენილი შემართებისა და თავდადებისთვის, ხოლო საქართველოს და მის ხალხს ვუსურვებ გამარჯვებას,"- წერს კახა გოგოლაშვილი.
სიახლეები
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე