"როდესაც უკრაინელ პოლიტიკოსების ამ წარმატებას და ქართველი პოლიტიკოსების შედეგებს ადარებ, ხვდები რა განსხვავებაა"
ნატოს 20 ქვეყანა მხარს უჭერს ნატოში უკრაინის გაწევრიანებას. როდესაც უკრაინელ პოლიტიკოსების ამ წარმატებას და ქართველი პოლიტიკოსების შედეგებს ადარებ, ხვდები რა განსხვავებაა მაღალი რანგის, თავის ქვეყანაზე შეყვარებულ პოლიტიკოსსა და ჭ კლასის, 200 ათასი მშიერი ბავშვის ქვეყანაში, პერსონალურ მანქანაზე დახარბებულ პოლიტიკოსებს შორის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე წერს.
მისი თქმით, მიიღებს თუ არა უკრაინა ნატოს მიწვევას ვილნიუსში, ამის თქმა ჯერ ნაადრევია და შეიძლება არც მიიღოს.
"რას ნიშნავს 20 ქვეყნის მხარდაჭერა? ეს ნიშნავს რომ ბრიტანელი, პოლონელი, ბალტიისპირელი და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსები მზად არიან უკრაინაში გააგზავნონ თავიანთი არმიები. მათ აქვთ მაღალი საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია ბრიტანელებმა, პოლონელებმა, ბალტიისპირელებმა იომონ უკრაინაში, უკრაინისთვის. ისინი მზად არიან რომ გაიღონ მსხვერპლი. ეს ნიშნავს, რომ გერმანელი პარლამენტარი მზად არის მისი შვილი, ან შვილიშვილი დაიღუპოს უკრაინაში. ბრიტანელი ბიზნესმენი, თავის შვილს გაუშვებს უკრაინაში.
მიიღებს თუ არა უკრაინა ნატოს მიწვევას ვილნიუსში, ამის თქმა ჯერ ნაადრევია და შეიძლება არც მიიღოს, კონსენსუსის ვერ მიღწევის გამო, მაგრამ ეს არ ამცირებს ამ 20 ქვეყნის მზაობას, ამ მზაობის შინაარსის გამო.
ჩვენ გავაგრძელოთ მე-2 ფრონტზე ვიშვიში და დესუვერენიზაცია რუსეთის სასარგებლოდ,"- წერს გიორგი თავდგირიზე.
სიახლეები
- "ვერავინ შეძლებს მთელი მსოფლიოს სამუდამოდ მოტყუებას, ვერც პუტინი, ვერავინ შეძლებს ყველას წინააღმდეგ წასვლას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა"
- "რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო