“გვარამია ჭკუიდან გადასულ სააკაშვილს ღმერთად აცხადებდა, ხოლო დედამიწას – ბრტყლად, რომ იმას სამსახურიდან არ გაეგდო”
გვარამია ჭკუიდან გადასულ სააკაშვილს ღმერთად აცხადებდა, ხოლო დედამიწას – ბრტყლად, რომ იმას სამსახურიდან არ გაეგდო და ბევრი მაღალქუსლიანი ძვირფასი ბოტასი ეყიდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მე მიშას და გიგას ეგოების ბრძოლაში არ ჩავერევი“, – ეს მომწერა გვარამიამ, როდესაც განგაში მქონდა, რომ სააკაშვილი თვითდესტრუქციულია, თავს იღუპავს, პარტიასაც ღუპავს და ოპოზიციის შანსებსაც. ამ საუბრის შემდეგ, „არ ჩაერია“ და შვიდი წლის განმავლობაში ჭკუიდან გადასულ კაცს ღმერთად აცხადებდა, ხოლო დედამიწას – ბრტყლად, რომ იმას სამსახურიდან არ გაეგდო და ამას ბევრი მაღალქუსლებიანი ძვირფასი ბოტასი ეყიდა.
იმის თქმა მინდა, რომ კანონზომიერია, რაც ახლა ხდება.
თავისუფლების დაცვა ღირსებებით შემკულ ადამიანებს შეუძლიათ, ხოლო ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ბოლშევიკური რეპრესიების შედეგად, ჭკუისგან დაცლილია და უნახავი, ხარბი, უპრინციპო, უხედვო ეგომანიაკებითაა სავსე“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
სიახლეები
- "ჩვენი პოლიტიკა არაფერ შუაშია ტრამპის მიგრაციის პოლიტიკასთან, რომელიც ლამის დედამიწის ნახევარს შეეხო, ეს არის აშშ-ის შიდა საკითხი, რაზეც ახალი ადმინისტრაცია დიდი ხანია, საუბრობს"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 იანვრისთვის
- "მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და საქართველოს კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს" - სალომე ზურაბიშვილი
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის