ამ გვერდის ამობედვა

"არასდროს დავივიწყოთ მიღებული გაკვეთილები და ვიბრძოლოთ სამყაროსთვის, რომელშიც ტოლერანტობა ჭარბობს"

არასდროს დავივიწყოთ მიღებული გაკვეთილები და ვიბრძოლოთ სამყაროსთვის, რომელშიც ტოლერანტობა ჭარბობს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს.

„ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ მილიონობით ადამიანს, რომლებიც კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ბნელ პერიოდში დაზარალდნენ. არასდროს დავივიწყოთ მიღებული გაკვეთილები და ვიბრძოლოთ სამყაროსთვის, რომელშიც ტოლერანტობა ჭარბობს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

წაკითხვა 166 ჯერ

სიახლეები