"აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ევროპის დღე ბელარუსისთვის" - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება უნდა გასცდეს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალს, რომლებსაც უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა მალე დაელოდება ევროკავშირის ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ ევროკავშირის გაფართოება ასევე უნდა გავრცელდეს ევროპის სხვა სახელმწიფოებზეც.
„ჩვენ შევასრულეთ ყველა პირობა, რომ მოლაპარაკებების ჩარჩო დამტკიცდეს ივნისში და რეალურად დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის გაწევრიანებაზე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვა ხალხებისთვის, რომლებიც იმსახურებენ ევროკავშირში ყოფნას, ევროპულმა ერთიანობამ ნამდვილად იმუშაოს, რათა მათაც მოახდინონ თავიანთი კანდიდატის სტატუსის რეალიზება“, - განმარტა ზელენსკიმ.
მან ჩამოთვალა ის სახელმწიფოები, რომლებსაც ის მომავალი ევროკავშირის შემადგენლობაში ხედავს.
„ევროპა არის როგორც ბალკანეთის ქვეყნები, ასევე მოლდოვა და აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ევროპის დღე ბელარუსისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
