"26 მარტს „დინამო არენაზე“ ახდა თაობების ოცნება, ასრულდა მიზანი, საქართველოს გამარჯვებათა ისტორია დაწყებულია და ეს ისტორია გრძელდება"
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალური ქსელის მეშვეობითაც ეხმაურება.
როგორც პაპუაშვილი წერს, ახდა თაობების ოცნება და გრძელდება საქართველოს გამარჯვებათა ისტორია.
„არსებობს წუთები, რომელთა დროსაც სუნთქვა ჩერდება და ისმის მხოლოდ გულის ცემა და ჩუმი ხმაური, რომ ამ წუთის სიდიადე უფრო მეტად შეიგრძნოს.
26 მარტს „დინამო არენაზე“ დადგა მომენტი, როცა საქართველოს გულმა სუნთქვა შეიკრა რაღაც აღმატებულის, სანუკვარის და დიდებულის მოლოდინში და მოხდა ის, რაც ვიცოდით, რომ აუცილებლად მოხდებოდა! ახდა თაობების ოცნება, ასრულდა მიზანი, ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ! საქართველოს გამარჯვებათა ისტორია დაწყებულია და ეს ისტორია გრძელდება!“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
სიახლეები
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი
- "ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას"- ირაკლი კობახიძე
- "დაე, რუსეთისა და მისი პროქსი ძალების მარცხი გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მსოფლიოს მასშტაბით" - გიორგი გახარია
- "ჩვენ ეს შევძელით! ერთად შევცვალეთ ორბანის რეჟიმი, ერთად დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა" - პეტერ მადიარი