"ჩვენ ეს შევძელით! ერთად შევცვალეთ ორბანის რეჟიმი, ერთად დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა" - პეტერ მადიარი
ერთად ჩავანაცვლეთ ორბანის რეჟიმი, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი. ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა პიტერ მადიარმა განაცხადა, როდესაც გამარჯვების მიტინგზე თავის მხარდამჭერებს მიმართა.
„გამარჯობა, ჩემო თანამემამულე უნგრელებო, ჩვენ ეს შევძელით! „ტისამ“ და უნგრეთმა არჩევნები მოიგეს. არა მცირე, არამედ ძალიან დიდი უპირატესობით. ერთად შევცვალეთ ორბანის რეჟიმი, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი. დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა. გმადლობთ. ამის მიღწევა თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, - აღნიშნა მადიარმა.
მისი თქმით, დემოკრატიული უნგრეთის ისტორიაში არასდროს ამდენ ადამიანს არ მიუცია ხმა არჩევნებში და „არცერთ სხვა პარტიას არასდროს მიუღია ასეთი დიდი მანდატი“.
მადიარის მტკიცებით, მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.
„ჩვენ პარლამენტში ორი მესამედი უმრავლესობა გვექნება“, - აღნიშნა მადიარმა
სიახლეები
- "დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი, როდესაც პროტესტი პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნება, რათა არსებული ბზარები კიდევ უფრო გააფართოოს და რეჟიმის მშვიდობიან ცვლილებას მივაღწიოთ"
- "დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას" - ირაკლი კობახიძე
- "თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა, ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებებისა და ვნებების, ეს არის აკეთო ის, რაც მართებულია"
- მეზობელი და პარტნიორი ქვეყნები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს მისალოც წერილებს უგზავნიან
- საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
