ამ გვერდის ამობედვა

"ცრუ დაპირებების ჩამონათვალს ქუთაისის საავტომობილო ქარხანაც დაემატა"- რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ცრუ დაპირებების ჩამონათვალს ქუთაისის საავტომობილო ქარხანაც დაემატა. 40 ათასი ცალიო, აქედან 20 ათასი ადგილზე გაიყიდებაო, ანუ სულ მცირე 300 მილიონი დოლარი უნდა დახარჯოს ჩვენმა მძღოლებმა. აბდსურდია!
როგორც ჩანს, მთავრობამ რაღაც ვალდებულებები აიღო ელექტრომობილების ბიუჯეტიდან შესყიდვის სახით. გაირკვევა სულ მალე.
იდეალურ შემთხვევაში, ისიც რა თქმა უნდა, არა 2020 წლისათვის, პატარა ასაწყობ ქარხანას გააკეთებენ. შანსი ამ დაპირებისა ნაწილობრივ შესრულებისა ოდნავ მეტია წინა ცრუ დაპირებებთან შედარებით, რადგან მასში ივანიშვილი როგორც ჩანს, არ მონაწილეობს. 
ქვემოთ კიდევ ერთხელ გახსენებთ იმ პროექტებს, რომელიც ივანიშვილს საკუთარი ფულით უნდა განეხორციელებინა და დღეს უკვე უნდა ყოფილიყო ამოქმედებული:

-600 მილიონი ევროს ღირებულების ადრონული თერაპიის(სიმსივნის მკურნალობის) ცენტრი.
-500 მილიონი ევროს ღირებულების ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გათვლილი 60 ათას სტუდენტზე.
-ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის აგრარული, უფასო ფულის ფონდი.
-120 მილიონი დოლარის ღირებულების სოფლის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა.
ას მილიონზე ნაკლები ბლეფები რა მოსატანია:)))
თანაც ყველა დაპირება წინასაარჩევნოდ კეთდება:((( ".

წაკითხვა 1831 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 08 2019

სიახლეები