"ამგვარი ტენდენციით, საქართველო "ქართული ოცნების" პირობებში აღმოჩნდება სრულ ჩიხში - უსაფრთხოების, ეკონომიკურ, პოლიტიკურ მარტოობაში"
ანალიტიკოსი, ექსპერტი და ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ქართული ოცნება" თავის იზოლაციონისტური პოლიტიკით მკვეთრად ზრდის რისკებს, მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, საქართველოში რუსული სამხედრო ოკუპაცია მძაფრად გაიზარდოს.
რუსეთთან დღეს არსებული კომფორტული გადაკვეთა არ ნიშნავს იმას რომ ასეც გაგრძელდება.
რატომ?
1. რუსული გავლენა ხელისუფლებაზე საქართველოს უნგრევს ურთიერთობებს უსაფრთხოებისა და განვითარების მთავარ გარანტორებთან - აშშ-სა და ევროკავშირთან.
ამგვარი ტენდენციით, საქართველო "ქართული ოცნების" პირობებში აღმოჩნდება სრულ ჩიხში - უსაფრთხოების, ეკონომიკურ, პოლიტიკურ მარტოობაში.
2. "ბოდიშის" შეტყობინების უკუკავშირით, ჩვენ დავინახეთ რუსეთის რეალური ზრახვები სეპარატისტული ხელისუფლებების გამოხატული პრეტენზიებით, გაიზარდოს ოკუპაცია ახალი ტერიტორიებისა, რომელიც მცოცავი ოკუპაციის პირობებში დაკარგული ტერიტორიებისგან განსხვავებით ბევრად გამძაფრებული მადით იქნება გამოხატული.
3. ამიერკავკასიაში რუსეთი ცდილობს კვლავ იპოვოს თავისთვის საყრდენი, რომელიც ხელიდან ეცლება სომხეთის სახით, ხოლო აზერბაიჯანი მხოლოდ პრაგმატულ გადაკვეთებს თუ წარმოადგენს რუსეთთან.
"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, რუსეთი დიდი ალბათობით სეპარატისტების პირით და ქცევით გაამწვავებს პროცესებს ოკუპირებულ და არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დასუსტებულ და მარტოდ დარჩენილ საქართველოს კი არაფერი დარჩება ან სრული კაპიტულაციისა ან საომარი მოქმედებებისა.
შესაბამისად, რისკი იმისა, რაც დღეს თითქოს არ ჩანს, რომ "ქართული ოცნების" "მშვიდობა" თავისივე პირობებში ომით შეიცვალოს, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მაღალია.
ვფიქრობ, ამ რისკებზე მსჯელობა ადრევე უნდა დავიწყოთ და მისი პრევენციის გზებზეც,"- წერს არჩილ გამზარდია.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"