"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „მთავარი უპასუხისმგებლობა, რაც გარადიკალებულმა ოპოზიციამ ჩაიდინა, იყო საკუთარი ამომრჩევლის ღალატი, რომელსაც პოლიტიკის ნაცვლად ქუჩის ქაოსი შესთავაზეს, ინსტიტუციური ბერკეტების ნაცვლად – ბარიკადები. შედეგი კი მწარედ იწვნიეს. მათივე ამომრჩეველმა ამ ავანტიურას ზურგი აქცია“.
„შემდეგი უპასუხისმგებლობა იყო საგამზირედ გაწირული ახალგაზრდები, რომლებიც შეგნებულად, ცივი გათვლით, უკანა რიგებიდან მენტორობით წინა ხაზზე სარევოლუციოდ მიუშვეს და კანონს, სახელმწიფოს და კონსტიტუციას შეაჯახეს. ჰიბრიდული ომის კლასიკური ხერხია: გამოგივა გადატრიალება – იღებ ძალაუფლებას, არ გამოგივა – იღებ „მსხვერპლებს“, რომლითაც შემდგომ სპეკულირებ, პროკლამაციებს ბეჭდავ და აფრიალებ. ზუსტად ეს სურათი ვნახეთ გუშინდელ დებატში. მენტორ-ორგანიზატორების მიერ უკანონობაზე მიშვებული და გაწირული ადამიანების პლაკატები, რომლითაც ისევ ამ იდეოლოგიის სულის ჩამდგმელები სპეკულირებენ. ისინი ამბობენ, რომ ეს ხალხი ციხეშია, მაგრამ არაფერს ამბობენ, რატომ და როგორ მოხვდნენ იქ. და ამას აკეთებს სწორედ ის ტრენერ-მენტორი, რომელიც თავად რაზმავდა და დღესაც რაზმავს ახალგაზრდებს ძალადობისთვის, რადგანაც მის პოლიტიკურ დღის წესრიგს სწორედ ეს სჭირდება – რადიკალიზმი და დაპირისპირება, რათა მორიგი „მსხვერპლი“ მოიძიოს და თბილ სავარძელში მოკალათებულმა სამყაროს „შიშველი სიმართლე აუწყოს“. ეს არ არის შეცდომა და არც გადაცდომა. ეს არის გაცნობიერებული სტრატეგია, სადაც ახალგაზრდები არიან სახარჯი მასალა, კანონდარღვევა – პოლიტიკური ინსტრუმენტი, ხოლო ქაოსი – ძალაუფლების ხელში ჩაგდების ერთადერთი გზა. ასე მივიღეთ ასი წლის თავზე ისევ ევროპული შეფუთვით რეინკარნირებული ბოლშევიკები და ლოზუნგებით სავსე „ლენინის მოედანი““, – წერს პაპუაშვილი.
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
