"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სალომე ზურაბიშვილს იმისთვის, რომ ბოლო ხანებია, სწორ სამოქალაქო პოზიციაზე დგას" - ზაზა ბიბილაშვილი
"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili-ს იმისთვის, რომ ბოლო ხანებია, სწორ სამოქალაქო პოზიციაზე დგას. ბევრი მეტყვის, რომ ეს განსაკუთრებულ მადლობას არ იმსახურებს ან შეგვახსენებს, რომ პუტინის პირადი პატიმრის არშეწყალება სწორი სამოქალაქო პოზიცია არაა. მაგრამ ვიყოთ დიდსულოვანი და ცოტა ხნით დავივიწყოთ ეს, დღევანდელი ბრძოლის ხათრით. სხვა რამის გამო ვწერ:
ნებისმიერი ერისთვის ყველაზე საშიში, ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი ერის კოლექტიურ მეხსიერებაზე ძალადობა და ერის ისტორიის გაყალბებაა.
ამ ფოტოზე მოგახსენებთ, რომელშიც პრეზიდენტი სრულიად არასწორ პარალელს ავლებს 2007 წლისა და ამჟამინდელ მოვლენებს შორის.
ამ ფოტოს გადაღების მომენტში სალომე ზურაბიშვილს ახალი ნათქვამი აქვს, რომ სააკაშვილმა თავად დაბომბა წითელუბნის რადარი (გორთან), რათა რუსებისთვის დაებრალებინა. ამას რუსები დღემდე უმადლიან.
ამ ფოტოს გადაღების მომენტში ზურაბიშვილი რუსი ოლიგარქის, ბადრი პატარკაციშვილის - მაშინდელი ბიძინა ივანიშვილის - თანამებრძოლია.
ამდენად, 2007 წელს აქციებზე მის დგომასა და გუშინდელ აქციაზე მის მოსვლას შორის ნულოვანი მსგავსებაა.
ხოდა, მადლობა, რომ დღეს სწორ პოზიციაზე დგახართ, მაგრამ ისტორიას არ გადაგაწერინებთ, რადგან მეხსიერება ჩვენი მთავარი იარაღია ამ ისტორიულ ბრძოლაში.
ამ ყველაფერს ამ ფოტოს ქვეშაც დავწერდი, მაგრამ ვიღაცას დემოკრატიულად შეუზღუდავს ჩემთვის დაკომენტარების უფლება,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.
სიახლეები
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე