"იფიქრე, ქოცო... იფიქრე! ჯერ კიდევ არის დრო" - ზაზა ბიბილაშვილი
"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"მარიამ ლაშხივით სტერილური დებილი რომ ხარ, ან მაკა ბოჭორიშვილივით უსინდისო კარიერისტი, გასაგებია - არავინ ხარ და შენგან არავინ არაფერს ელის. მაგრამ ირაკლი რუხაძე რომ ხარ - გამოცდილიც, ჭკვიანიც, სელფ-მეიდიც, მდიდარიც და ზედმიწევნით კარგად გესმის, რა საშიშ სპირალში შევიდა რეჟიმი და რა დამღუპველ სიგიჟეს ემსახურები ვიღაცის ინერციული ზიზღით - როცა კარგად აცნობიერებ, რომ ამ თამაშს რაღაც ეტაპზე შენც შეეწირები - თან აუცილებლად შეეწირები (ასეთია ჟანრის ლოგიკა, ასე შეეწირენ პირველი თაობის ბოლშევიკები 1937-1938 წლების რეპრესიებს, თითქმის იდენტური რიტორიკისა და პროპაგანდის ფონზე) - მაშინ კი უნდა დაფიქრდე და დროულად იმოქმედო, სანამ ჯერ კიდევ გაქვს სამოქმედო რესურსი და ლავირებისთვის საჭირო ბერკეტები. ხვალ ესეც აღარ გექნება და ისე გადაგყლაპავს ავადმყოფი ოლიგარქი, დამტირებელი არ დაგრჩება, ტვ ნაძეჟდაშიც კი.
ხოდა, იფიქრე, ქოცო... იფიქრე!
ჯერ კიდევ არის დრო,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.
სიახლეები
- "ომს ვაბრუნებთ რუსეთში და ეს სრულიად სამართლიანია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს" - გიორგი ვაშაძე
- შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს
- "სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის, ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო" - შალვა პაპუაშვილი
- "მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა"