"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს უმუშევრობა ქვეყანაში" - ირაკლი კობახიძე
მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი უმუშევრობის არის 3,3 პროცენტი, კვარტალურ ჭრილში ეს არის რეკორდული მინიმუმი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლევანდელ წელსაც ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად შემცირდეს ქვეყანაში.
„ზოგადად ოპტიმალური მაჩვენებელი არის 3-დან 5%-მდე და ვფიქრობთ, რომ ამ მაჩვენებლის მიღწევა არის შესაძლებელი რამდენიმე წელიწადში. ამისათვის საჭიროა ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამას ემსახურება კონკრეტული ეკონომიკური ინიციატივები, საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, რაც არის აბსოლუტურად რეალური. სამ წელიწადშიც კი შეიძლება ასეთი შედეგის მიღწევა. ექსპორტის გაზრდა არის ასევე მნიშვნელოვანი. ჩვენი პროდუქციის წახალისება, ქვეყნის გარეთ გატანის წახალისება და იმპორტ-ექსპორტის ბალანსის გაუმჯობესება, აქაც მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 თებერვლისთვის
- "ბაჩიაშვილის „ქეისი“ არის კლასიკური ნიმუში, როგორ მოქმედებს მაფიოზური სახელმწიფო" - მიხეილ სააკაშვილი
- "მაბრალებენ იმას, რაც მე დავიწყე ქვეყანაში: ქოლ-ცენტრების მხილება"- ელისო კილაძე სასამართლოში
- "6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვა ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს" - დიმიტრი ხუნდაძე
- "ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე"
