,,დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები"- სალომე ზურაბიშვილი
ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით, გარკვეულწილად უჩვეულოა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მას შემდეგ საქართველომ უარესი განიცადა: მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები!”- წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია