,, აშშ-მ უნდა განახორციელოს ზეწოლა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე"- მამუკა ხაზარაძე
აშშ-მ უნდა განახორციელოს ზეწოლა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ, პრო-ირანულ და პრო-ჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი სასიცოცხლო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონშიც, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„სრულიად ვეთანხმები კონგრესმენ უილსონს, რომ საქართველო ცენტრალური აზიიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და დედამიწის იშვიათი მეტალების ძირითადი სატრანზიტო გზაა და ამ სავაჭრო გზაზე ჩინეთის, ირანის და რუსეთის რეჟიმების ბატონობა არ უნდა იქნას დაშვებული, როგორც ეს ივანიშვილის თვითმარქვია რეჟიმის დროს ხდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელსაც შეუცვლელი ღირებულება გააჩნია საქართველოს კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის, იქნება შუა დერეფნისა და რეგიონული შეკავშირების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი.
სამწუხაროდ, ივანიშვილმა შეაჩერა პროექტი ამერიკული ინვესტიციებით და ის ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად კორუმპირებულ და სანქცირებული კომპანიას გადასცა, რაც საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ს ინტერესებს.
პანამას შემთხვევა ნათლად აჩვენებს, თუ როგორი წარმატებული შეიძლება იყოს ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ზეწოლა აშშ-ს ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.
პანამას მსგავსად, აშშ-მ უნდა განახორციელოს ზეწოლა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი სასიცოცხლო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონშიც“, - წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია