"არსებობს რისკები, რომელიც შეიძლება ვერ გათვალოს ხელისუფლებამ და არსებობს რისკები, რომელიც უნდა გათვალოს" - არჩილ გამზარდია
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს ავრცელებს, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:
"არსებობს რისკები, რომელიც შეიძლება ვერ გათვალოს ხელისუფლებამ და არსებობს რისკები, რომელიც უნდა გათვალოს, შესაბამისად ძალისხმევა დაჰყოს პრევენციულ და გადაუდებელ და გეგმიურ დონეზე.
1. როდესაც ელოდები დიდთოვლობას, მინიმუმ მოსახლეობას უნდა ამცნო, რომ მოიმარაგონ საკვები, წყალი, აუცილებელი მედიკამენტები და პირველადი მოთხოვნის პროდუქტები.
2. თვითმმართველობების დონეზე უნდა იყოს ხელისუფლება ინფორმირებული, სად რა რისკები არსებობს, სად არის სახლები ავარიულ მდგომარეობაში და საფრთხილო ზონაში, სად არიან მოხუცები, მცირეწლოვანი ბავშვებიანი ოჯახები და ა.შ. ყველა სოფელს ჰყავს დეპუტატი საკრებულოში, მერის ან გამგებლის წარმომადგენელი და ა.შ. ისინი მუდმივად უნდა იყვნენ ინფორმირებულები და საჭიროების შემთხვევაში გადასცემდნენ ინფორმაციას თვითმმართველ ერთეულებს.
3. როდესაც სტიქია უახლოვდება საფრთხილო დონეს, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია კომუნიკაცია, საჭიროა მოხდეს საშიში ზონებიდან ადამიანთა ევაკუაცია ან მოუწოდონ შესაბამისი ადგილებიდან გარიდება...
4. თვითმმართველი ერთეულები დროულადვე უნდა ახდენდნენ მინიმუმ პირველადი პროდუქტების ორგანიზებას და მომარაგებას - ფქვილი, წყალი და ა.შ. თუ კი აღმოჩნდება, რომ სადღაც ვინმემ ვერ მოახერხა დროულად უსაფრთხოების პრევენცია.
5. თვითმმართველობები ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით უნდა უწევდნენ ორგანიზებას როგორც სამაშველო ადამიანურ რესურსებს, ასევე თუნდაც მოხალისეობრივი ჩართულობის ორგანიზებას.
და ა.შ. ეს მხოლოდ მინიმუმ პრევენციული და გადაუდებელი მექანიზმებია.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერ გათვალოს სახელმწიფომ ან ნალექი ან ზიანი სრულად, ყოველთვის შეიძლება მისთვის მზადება, ისე რომ რისკები და ზიანი მკვეთრად შეამციროს.
როდესაც ამას ხელისუფლება არ აკეთებს, ე.ი. ის გულგრილად ეკიდება თავის საქმეს, ან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობასთან გვაქვს საქმე, ერთ ნაწილში საქმე არაეფექტურობასთან გვაქვს საქმე, მეორე შემთხვევაში კი დანაშაულთანაც.
ამიტომაც, ვინც გინდა ატრიალოს ფრაზა, რომ "ხელისუფლება რა შუაშია, სტიქიაა", ყოველთვის შეიძლება სტიქიის შედეგების პრევენციული და გადაუდებელი მართვა, რასაც ნაკლები ზიანი მოჰყვება, აღარაფერს ვამბობ ისეთ მზაობაზე, როგორიცაა სპეცტექნიკის არსებობა და სხვა უამრავი..
და თუ ასე არ ხდება, მაშინ მოსახლეობის მიმართ სახელისუფლებო დანაშაულთან გვაქვს საქმე და ვერც ხელოვნური გამართლების მცდელობა ვერ გაამართლებს მათ,"- წერს არჩილ გამზარდია.
სიახლეები
- მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს
- "მოღალატე დიქტატურა სამშობლოსთვის თავდადებას და გმირობას პიარად აცხადებს" - მიხეილ სააკაშვილი
- „ქართულ ოცნებას“ სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს"
- "დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი" ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი"
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე