ამ გვერდის ამობედვა

"ფაქტია რომ აშშ ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა, დღეს ემხრობა გავლენების გადანაწილების გეოპოლოტიკურ რეალობას" - ირაკლი შენგელია

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"ფაქტია რომ აშშ ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა, დღეს ემხრობა გავლენების გადანაწილების გეოპოლოტიკურ რეალობას, ხალხების და ქვეყნების სუვერენული უფლება, თვითგამორკვევის პროცესი, რაც ფუნდამენტი იყო დემოკრატიული საზოგადოების დღეს მკვეთრად შეიზღუდა.

დემოკრატიის სხვადასხვა გვარი ახსნა, დასავლეთში და აღმოსავლეთში: რაც გულისხმიბს სუვერენულ დემოკრატიას აღმოსავლეთში, ხოლო ლიბერალურ დემოკრატიას დასავლეთში, ამ ჭიდილის გამარჯვებულად დღეს სწორედ სუვერენული დემოკრატიის სახე გვევლინება.


ლიბერალური დემოკრატიის აუტოიმუნური დაზიანება, თავად მათ შემოქმედებს ეკუთვნის, რაც სამწუხაროა, თუმცა ამ ეტაპზე რაც სჩანს ალბათ გარდაუვალიც.


ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს პოზიციონირება ამ ქაოსში დამოუკიდებლად გაძლიერედეს, უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა, მიიღოს პრაგმატული გადაწყვეტილებები, რეალური პარტნიორების დახმარებით ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალია, რთული გასათვლელი იყო, თუმცა ფაქტია რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ბერკეტი ხელში ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ პოლუსთან ევროპასთან, ჩინეთან, და ამავე დროს ვაჭრობდეს ჩრდილოეთში.


ჰქონდეს ამ გზაზე პროგრესის შესაძლებლობა, განვითაროს ის პოტენციალი რაც უკავშირდება შუა დერეფნის იდეას და მიიღოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, ამ ვითარებაში ბუნებრივია ქვეყანას აქვს შანსი რეალურად განავითაროს ეკონომიკა რის შესაძლებლობასაც ჩვენ ვხედავთ, ეს კი ალბათ მიგვიყვანს იმ მიზნამდე რასაც ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და გაერთიანება ჰქვია,"- წერს ირაკლი შენგელია.

წაკითხვა 113 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 04 2025

სიახლეები