"უსამშობლობის ასეთი აშკარა გამოვლინება მსოფლიოშიც კი იშვიათია, არათუ ჩვენს ქვეყანაში" - მამუკა მდინარაძე
რამდენიმე დღის წინ უნიჭიერეს, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ მარიამ შენგელიას გაუგონარი ბულინგის კამპანია დაუორგანიზეს, ახლა კი საქართველოს ახალი საფეხბურთო ისტორიის დამწერი, ჩვენი საამაყო ფეხბურთელი ბიჭების ბულინგის მცდელობაზე გადავიდნენ. უსამშობლობის ასეთი აშკარა გამოვლინება მსოფლიოშიც კი იშვიათია, არათუ ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რადგან მსოფლიოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ბოლომდე გააშიშვლა ადგილობრივი აგენტურა, იგივე ფსევდოლიბერალი ფაშისტები, ახლა სხვა თემებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას და „მორალურ რეაბილიტაციას“.
თუმცა ასეთი ფართხალის დროს ბოღმის ჭაობში უფრო ეფლობიან და საკუთარ სახეს უკეთ აჩვენებენ საზოგადოებას:
რამდენიმე დღის წინ უნიჭიერეს, ულამაზეს და თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ მარიამ შენგელიას გაუგონარი ბულინგის კამპანია დაუორგანიზეს, ახლა კი, არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს ეროვნული ნაკრების, საქართველოს ახალი საფეხბურთო ისტორიის დამწერი, ჩვენი საამაყო ფეხბურთელი ბიჭების ბულინგის მცდელობაზე გადავიდნენ.
უსამშობლობის ასეთი აშკარა გამოვლინება მსოფლიოშიც კი იშვიათია, არათუ ჩვენს ქვეყანაში!
უდიდესი მხარდაჭერა და წარმატება საქართველოს ნებისმიერ წარმომადგენელს ყველგან და ყოველთვის – ქართულ, ეროვნულ საქმეში! და, რა თქმა უნდა, გამარჯვება ჩვენს ბიჭებს, დღესაც უნდა მოვიგოთ“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"
- "მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ - მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ " - მეუფე იაკობი
- ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- "დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს სიყვარულით ვესაუბროთ" - 17 იანვარს წიგნის #მევარბედნიერიშენით პრეზენტაცია გაიმართა
- 17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი