"9 რამ, რასაც სააღდგომო "ტრადიციებიდან" გადავაშენებდი... "
ბლოგერი გურამ შეროზია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"9 რამ, რასაც სააღდგომო "ტრადიციებიდან" გადავაშენებდი:
1. საქორწილო სუფრების გაშლა სასაფლაოებზე, ღრეობა და კბილთა ღრჭენა. აი ძაან უხარიათ მკვდრებს, მათ საფლავებზე ტაშ-ფანდური.
2. მარხვა მარხვისთვის. ანუ, როცა მარხვაზე ხარ, მაგრამ სამარხვო ყველს, სოსისს, ნამცხვარს და ყველაფერს მიირთმევ, დედისტრაკსაც სამარხოდ იგინები, სიგარეტზე და ორალურ სექსზე კურთხევა გაქვს და მაინც მარხვაზე ხარ?
3. ხალხის შეწუხება ამ ბრჭყვიალა კვერცხ-ჯეჯილებიანი გიფებით და ხუთასი კაცის ერთად მონიშვნა.
4. ქალაქის დაცარიელებაზე ხუმრობები. დამცარიელებლების ისტერიკაც. განა რამე, ძააან გაიცვითა უბრალოდ, ასი წელია ერთ ადგილს ვტკეპნით.
5. კვირაცხოვლობა, ანუ აღდგომის მეორე სერია, სამეგრელოში ე.წ. "ქალების აღდგომა" ).
6. აღდგომიდან შემდეგი ორი თვე "ქრისტე აღდგათი" მისალმება (სწამს თუ არა ეგ მაინც გავარკვიოთ).
7. ორშაბათს კვერცხის არ ჭამა, რაღაც უაზრო ცრუ რწმენების გამო.
8. ერთმანეთისთვის მუდმივი შესწორება, ასე არა და აი ასე უნდა მოგელოცააათ (აი, მიხედე რა შენს თავს).
9. წითელი პარასკევის მოლოცვა (ნეტა იცოდნენ, რას ნიშნავს).
დანარჩენი გააგრძელეთ სახლში, კი არა და კომენტარებში." - წერს გურამ შეროზია
სიახლეები
- ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
- "აშშ-ს ევროპის დასუსტება და დამორჩილება სურს, ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა პატივს არ გვცემენ"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 24 იანვრამდე
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"