"ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!" - მამუკა მდინარაძე
რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძის თქმით, „ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი”.
„რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!
ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
უდიდესი თავმოყვარეობის მქონე ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ და ერთიან, ძლიერ, ამაყ საქართველოში ვიცხოვრებთ!
სხვა გზა არ არსებობს! ასე უნდა ახდეს ქართული ოცნება!“, - წერს მამუკა მდინარაძე.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს