"რუსეთის ჰიბრიდული ომი მოლდოვაში წარმატებას ვერ მიაღწევს" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს გუნდს „გადამწყვეტ გამარჯვებას“ უსურვებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „რუსეთის ჰიბრიდული ომი მოლდოვაში წარმატებას ვერ მიაღწევს“.
„ვუსურვებ მაია სანდუს გადამწყვეტ გამარჯვებას. საქართველო იმავე ბრძოლაშია დემოკრატიისა და ევროპისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს ერთი პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი. პარტიებისთვის ბარიერი 5%-ია, ბლოკებისთვის - 7%, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის - 2%.
დასავლური მედია წერს, რომ მოლდოვას „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ მიერ კონტროლირებადი პარლამენტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. პრორუსული უმრავლესობის მქონე კოალიცია ან პარლამენტი კი ამ ძალისხმევას გაჭიანურებულ პოლიტიკურ ბრძოლად გადააქცევს.
სიახლეები
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
- "ღარიბაშვილზე თქვეს, რომ სამოხელეო დანაშაული არ არის, მე კი გაფლანგვის საქმეზე მომისაჯეს, ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ამნისტიაში მეც არ მოვყვე"
- "ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან" - ირაკლი კობახიძე
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი