"პრეზიდენტი ჟურნალისტს რომ არ უნდა ეძერსკებოდეს რთულია ამოცანაა?!"- თინა ხიდაშელი
ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ერთი ინტერვიუ, ორი სასწაული პასუხი.
რატომ აქვს ასეთი პრობლემა პირდაპირ მარტივ პასუხებთან? რატომ უჭირს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციონირება.
1. რას ეტყოდა პუტინს? 100 შესაძლო პასუხიდან მაინცდამაინც ამას რატომ ირჩევს?
ჰიპოტეტურადაც კი არ აპირებს უთხრას რომ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დგას და ნებისმიერი დიალოგის საწყისი ამ ტერიტორიების დატოვებაა, ოკუპაციის დასრულება.
2. ჟურნალისტის კითხვაზე "როგორ დააბრუნებთ მას (სააკაშვილს) უკან?"
პრეზიდენტი ჟურნალისტს რომ არ უნდა ეძერსკებოდეს რთულია ამოცანაა, და რას ნიშნავს იქ დაიტოვეთ. მისი ქვეყნის სასამართლო და საგამოძიებო უწყებებს ის დამნაშავედ, ძებნილად ყავთ გამოცხადებული. ამ კითხვაზე სრულიად პირდაპირი პასუხია - პატიმრად, ბადრაგით.
ინსტიტუციურად, პოლიტიკურად, იურიდიულად, სახელმწიფოებრივად ერთადერთი სამართლებრივი პასუხია.
მაგრამ არ შეუძლია, არ იცის, და არც უნდა რომ გაიგოს,"- წერს თინა ხიდაშელი.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 დეკემბრისთვის
- "მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, "ქილერად" გამოაცხადეს, როგორც ჩანს, "ქილერის" გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს"
- სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები უცვლელი დარჩა
- "ბაჩო ახალაია თავისი მეუღლის ზურგს ამოეფარა და ქვეყნის დამხობას ისე აპირებდა" - შალვა პაპუაშვილი
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება