"მალაიზიაში მაჰატირმა და ანვარმა შეძლეს გაერთიანება, ჩვენ რაღა დაგვემართა, თუ მართლა რაღაც წყევლა გვაქვს?" - მიხეილ სააკაშვილი
მე და ბურჯანაძე სამი წელი საერთოდ არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს „ვარდების რევოლუციის“ წინ, უკმაყოფილო ვიყავი მისი საქმიანობით, მაგრამ ეგრევე გადავდე გვერდზე ყველანაირი პირადი წყენა, როცა საქმეს ასე დასჭირდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
სააკაშვილის თქმით, გაერთიანება ყველამ უნდა შეძლოს.
„მე ბურჯანაძეს სამი წელი არ ველაპარაკებოდი. ერთიანობასთან დაკავშირებით, მინდა, გავიხსენო მალაიზიის მაგალითი. სწორედ იმ დღეებში, როცა მალაიზიას ვესტუმრე მათი ეკონომიკური მოდელის შესასწავლად 1998-ში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მაჰატირ მოჰამედმა დააპატიმრა ვიცე-პრემიერი ანვარი ბინძური ბრალდებებით. ანვარმა ციხეში 15 წელზე მეტი გაატარა. ამასობაში მაჰატირი ხელისუფლებაში ჩაანაცვლა რეზაკმა, რომელიც უკიდურესად კორუმპირებული და ავტორიტარული აღმოჩნდა. მორიგი არჩევნების წინ მაჰატირი მივიდა ანვარის ცოლთან და შესთავაზა წარსულის დავიწყება და ალიანსის გაკეთება. ასეც მოხდა და რეზაკმა წააგო არჩევნები. დღეს 101 წლის მაჰატირი მალაიზიაში მშვიდად ცხოვრობს, ხოლო ანვარი პრემიერ-მინისტრია. ჰოდა, ეგეთმა ხალხმა შეძლო გაერთიანება, ჩვენ რაღა დაგვემართა თუ მართლა რაღაც წყევლა გვაქვს? ცნობისთვის, მე და ბურჯანაძე სამი წელი საერთოდ არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს „ვარდების რევოლუციის“ წინ, იმიტომ, რომ მე უკმაყოფილო ვიყავი მისი საქმიანობით, მაგრამ ეგრევე გადავდე გვერდზე ყველანაირი პირადი წყენა, როცა საქმეს ასე დასჭირდა“, – წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- ირანის მთავარი სამხედრო მეთაური შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ
- "მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს" - ისრაელის საელჩო
- "უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და ვალდებულებები დაარღვიეს, დარღვევებს შედეგები მოჰყვება"
- "სხვადასხვა პირის მიერ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით"
- როგორ აისახება აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის კიდევ ორ ქვეყანაზე - BBC ვრცელ სტატიას ავრცელებს