"განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ქაჯაია გარდიცვალა.

მესხიშვილის თეატრი სამძიმრს წერილს აქვეყნებს, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:


“არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად კულისებში რჩებიან, მაგრამ თეატრის ყოველდღიურ ცხოვრებას სწორედ მათი ერთგულება, თავდადება და სიყვარული ამაგრებს.


ნანა ქაჯაიას მამა, ავალო ქაჯაია, წლების განმავლობაში ემსახურებოდა მესხიშვილის თეატრს და, თითქოს, ეს სიყვარული მემკვიდრეობით გადაეცა შვილსაც. ნანა იყო ადამიანი, რომელიც თეატრს არა მხოლოდ წარმოადგენდა, არამედ გულით ატარებდა. მისი ღიმილი, კეთილგანწყობა, ყურადღება და თეატრისადმი ერთგულება ყველას ემახსოვრება, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია.


განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ. იგი ყოველთვის ზრუნავდა მაყურებელთან ურთიერთობაზე, აფასებდა მათ სიყვარულს თეატრისადმი და ამ სიყვარულს თავადაც გულწრფელად პასუხობდა.


ნანა ქაჯაიას ადამიანური სითბო და პროფესიული ერთგულება სამუდამოდ დარჩება მესხიშვილის თეატრის ისტორიასა და მის გულშემატკივართა მეხსიერებაში.


მესხიშვილის თეატრის თანამშრომლები ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
ნათელი მის ხსოვნას.” – წერს მესხიშვილის თეატრი სამძიმრის წერილში.

წაკითხვა 70 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.