"ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
ზურა ჯაფარიძე და ყველა სხვა პოლიტიკური ლიდერი თუ სინდისის ტყვე, დღეს არა პატიმრები, არამედ ავტოკრატიული რეჟიმის მძევლები, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ავტოკრატიული რეჟიმი ქართველ ხალხს ვერ შეაშინებს.
„ვულოცავ ზურას ტყვეობიდან გათავისუფლებას. ვულოცავ მის ოჯახს, შვილებს. რაც შეეხება ზურა გირჩი ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლებას, ეს არის სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირება. შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია და ეს დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ.
ზურა და ყველა სხვა პოლიტიკური ლიდერი თუ სინდისის ტყვე, დღეს პატიმრები არ არიან, ისინი ავტოკრატიული რეჟიმის ტყვეები, მძევლები არიან ისევე, როგორც მთელი საქართველო ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვე და მძევალია. ავტოკრატიული რეჟიმი რეალურად ცდილობს დააშინოს ქართველი ხალხი, რადგან თავადაა შეშინებული, თუმცა ჩვენ ის ვერ შეგვაშინებს და ვერც დაგვამარცხებს!“, – წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა