"ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
მე არასდროს არ მითქვამს, რომ ივანიშვილი რუსეთისგან არ იმართება. მე ვიყავი პირველი 2011-ში, რომელმაც ვთქვი, რომ ის რუსული პროექტია, როცა 90%-ს ეს არ სჯეროდა , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი „პირდაპირ იღებს ინსტრუქციებს ФСБ-ს გენერლისგან, რომლის ოჯახი მონტენეგროში ცხოვრობს“.
„ეს ამბავი დეტალურად მოჰყვა გიორგი ჩიკვაიძემ, რომელიც დაიჭირეს და მოწამლეს.
მან იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება იქ გასაქცევად, მაგრამ ამავე დროს, კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც მას ამ ეტაპზე არ შეუძლია და ამიტომ პერიოდულად აკეთებს გარკვეულ მანევრებს, მოსკოვის ყურადღების მისაპყრობად”, - წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა