"მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, "ქილერად" გამოაცხადეს, როგორც ჩანს, "ქილერის" გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს"
მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, "ქილერად" გამოაცხადეს. როგორც ჩანს, "ქილერის" გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალდების წარდგენას.
„ჩემს მიერ საქართველოდან ამოძირკვული ФСБ-ს კონტროლირებული კრიმინალური სამყარო ივანიშვილმა მთლიანად დააბრუნა. აბა სხვას რას უნდა მოელოდე ოთარ კვანტრიშვილის, რუსეთის "იმერეთის მაფიის" ფულით გამდიდრებულისგან.
სხვათა შორის, FBI-მ 2007 წლის ნოემბრის აქციების წინ გაგვაფრთხილა, რომ ამ აქციების უკან იდგნენ უსოიანი და სხვა ქართველი ქურდები და სწორედ "7 ნოემბრის" საქმეზე შემითითხნა ფარცხალაძემ ერთ-ერთი ბრალი.
მე კი გაფრთხილებდით თავის დროზე 90-იანებში დაგვაბრუნებენ - მეთქი.
მე ვიცი ერთი კაცი, ვისაც შეუძლია ამ უბედურებიდან ქვეყნის გამოყვანა, მაგრამ ის დატყვევებულია და ახლა ამ სტატუსს წერს”, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან