"ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი”, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის, რათა არ დაუშვას საქართველოს რუსული მოდელის სახელმწიფოდ გადაქცევა"
ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი” საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, მსოფლიო გვიყურებს, ქართველი ხალხი პროტესტს აგრძელებს - ანგარიშვალდებულება მოვა! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი” საქართველოსთვის, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის, რათა არ დაუშვას საქართველოს რუსული მოდელის სახელმწიფოდ გადაქცევა.
ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევები, დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება არა მხოლოდ დაიგმობა, არამედ შეფასდება. მსოფლიო გვიყურებს, ქართველი ხალხი პროტესტს აგრძელებს - ანგარიშვალდებულება მოვა!”, - წერს ზურაბიშვილი.
სიახლეები
- "სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, სირცხვილია, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ეს იყო სისტემური დანაშაული, ამაზრზენია ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 მაისიდან
- "ოპოზიცია ვიდრე ერთიანდებოდა, იშლებოდა, ათი არჩევნები მოვიგეთ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ" - ირაკლი კობახიძე
- "არცერთი მმართველის პირობებში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემს დროს, რატომ აძლევთ საშუალებას, გამოგვაცხადონ, როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები?"
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი