"პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის, ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი" - მოიხეილ სააკაშვილი
[ბიძინა ივანიშვილმა] პატრიარქი ჯერ გაანეიტრალა და ახლა საბოლოოდ გათავისუფლდა მისგან და ახლა ჩემი მოშორებაღა დარჩა სრული ბედნიერებისთვის. ვერ ეღირსება!, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მისი მიყვანა იქნებოდა „ერთიანობისკენ მიმართული სწორი საქციელი, მაგრამ სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ სახელმწიფო მოღვაწეები, ხოლო ივანიშვილი მოიქცა როგორც ივანიშვილი“.
„პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ შეეშალა ხელი ჩემთვის პატრიარქთან გამომშვიდობებაში რაც მოვითხოვე, როგორც პატრიარქის სულიერმა შვილმა და ასევე პატრიარქის მონათლული ნიკუშას მამამ.
ჩემი მიყვანა მათი მხრიდან იქნებოდა ერთიანობისკენ მიმართული სწორი საქციელი, მაგრამ სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ სახელმწიფო მოღვაწეები, ხოლო ივანიშვილი მოიქცა როგორც ივანიშვილი, ე.ი. როგორც სახელმწიფოებრიობის მტერი.
საერთოდ, სიმართლე ითქვას, ვისაც როგორც უნდა ეწყინოს, ორი ადამიანი აღიზიანებდა ყოველთვის ივანიშვილს ყველაზე მეტად, პატრიარქი, (რომელსაც შენობით მიმართავდა, ხელზე არასდროს მთხვევია და ყველანაირად უთხრიდა ძირს) და მე.
პატრიარქი ჯერ გაანეიტრალა და ახლა საბოლოოდ გათავისუფლდა მისგან და ახლა ჩემი მოშორებაღა დარჩა სრული ბედნიერებისთვის. ვერ ეღირსება!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი