"ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი თუ არამთავარი მიღწევა არის უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა" - მიხეილ სააკაშვილი
„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი თუ არა მთავარი მიღწევა არის ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა. ეს ნამდვილად მებრძოლი ხალხია, ახალი აზროვნებით, სულ სხვა მიზანმიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, ასეთები არიან ლევან სანიკიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა და იგორ ნარმანია.
„მათ არ ამძიმებთ ხელისუფლებაში ყოფნის წარსული ტვირთი და ისინი ბრძოლაში ჩაერთნენ წმინდა წყლის იდეისთვის. ასეთები არიან ლევან სანიკიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, რა თქმა უნდა, იგორ ნარმანია. ასევე გვყავს უმაგრესი ახალგაზრდები რეგიონებში. შეუძლებელია, იმ ძალამ და იდეამ, რომელსაც ასეთი ხალხი უჭერს მხარს, არ გაიმარჯვოს“, – წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- "ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო, როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე, მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ"
- "ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე, ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი, დავით კეზერაშვილი – 5 წელი, ბაჩო ახალაია – 9 წელი, მეგის ქარდავა – 9 წელი, ალეკო – 13 წელი!"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ივლისიდან
- როგრი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას ზეიმობს