ამ გვერდის ამობედვა

"დღეს, განაჩენების სიმკაცრე მიუთითებს რეჟიმის სიმხდალეზე და ეს განაჩენები არის არა ჩვენი თავისუფლების აღკვეთა, არამედ „ქართული ოცნების“ დასასრულის მაჩვენებელი "

ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ალეკო ელისაშვილს, მის ოჯახს და მის არაჩვეულებრივ ბიჭებს! - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, მსჯავრდებული ელენე ხოშტარია კლინიკიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ხოშტარიას თქმით, განაჩენის სიმკაცრე რეჟიმის შიშსა და სიმხდალეზე მიუთითებს, რაც ალეკო ელისაშვილმაც კარგად იცის.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს განაჩენების სიმკაცრე, მისჯილი წლების სიმრავლე, პირველ რიგში, მიუთითებს რეჟიმის შიშზე, რეჟიმის სიმწვავეზე და რეჟიმის სიმხდალეზე. ამიტომ, ეს განაჩენები არ არის ჩვენი თავისუფლების აღკვეთა, ეს არის „ქართული ოცნების“ დასასრულის მაჩვენებელი. ეს ალეკომაც იცის და ჩვენც, ვინც კიდევ ველოდებით ახალ განაჩენებს. თუმცა, ხალხის გატეხა შეუძლებელია, ამ კედელს უკვე არაერთხელ შეეჯახა ბიძინა ივანიშვილი. ბოლომდე!“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

წაკითხვა 120 ჯერ