"მხოლოდ ერთმანეთს უნდა ენდონ და ნაბიჯ-ნაბიჯ მათი სათავეში მოსვლით გვეშველება ყველას"
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ჩემი უდიდესი სურვილია, იმ ახალგაზრდებმა, ვინც ფიზიკურად დააზიანეს და იმ ახალგაზრდებმა, ვინც დაინახეს, როგორ ესროდნენ სახეში ტყვიებს მათ თანატოლებს და გაქცევა, ფეხის მოცვლა არ უფიქრიათ, უნდა შეკრან ახალი ძალა და მოვიდნენ პარლამენტში შემდეგ არჩევნებზე. თუნდაც ათი ადამიანი იყოს ამის მსურველი. ათი ადამიანი უკვე დიდი ძალაა და თუ მეტი იქნებიან, მით უკეთესი. მხოლოდ მათი მჯერა. ვიცი, არასდროს გაყიდიან ქვეყანას, შეუპოვრები, ღირებულების მატარებლები და ძლიერები არიან. ეს არ ისწავლება და არ შეიძინება. დანარჩენი ყველაფერი წერია წიგნებში. მხოლოდ ერთმანეთს უნდა ენდონ და ნაბიჯ-ნაბიჯ მათი სათავეში მოსვლით გვეშველება ყველას. მათში ვხედავ ამ ქვეყნის მომავალს. მათ უკვე გაიღეს სისხლი საქართველოს თავისუფლებისთვის და უკვე დაამტკიცეს, რომ ერთმანეთს არასდროს დატოვებენ მარტო, ტყვიების პირისპირ.
სხვანაირად ამ რაღაც ნულოვანი პროპორციით თუ რაცაა, ყველაფერი იგივე იქნება, ათასი ჯურის ძირნაყარი ავანტიურისტი მოსკუპდება ისევ,"- წერს ნათია ფანჯიკიძე.
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/templates/ot_vozzmag/html/com_k2/templates/blog2/item.php on line 270
Latest from ნინო
- "ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო, როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე, მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ"
- "ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე, ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი, დავით კეზერაშვილი – 5 წელი, ბაჩო ახალაია – 9 წელი, მეგის ქარდავა – 9 წელი, ალეკო – 13 წელი!"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ივლისიდან
- როგრი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას ზეიმობს